Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იზორია „ეს შენ გეხება“-ს მოსმენების ფაქტების დასახელებას სთხოვს


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია მონაწილეებს კამპანიისა "ეს შენ გეხება - ჩვენ ისევ გვისმენენ" უკანონო მოსმენების ფაქტების დასახელებისკენ მოუწოდებს. როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ლევან იზორიამ განაცხადა, უკანონო მოსმენები საქართველოში არ ხორციელდება. "როდესაც აცხადებენ, რომ "ისევ გვისმენენ", ეს სერიოზული ბრალდებაა, რომელიც პირდაპირ ჩვენი სამართალდამცველების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ეს პირდაპირი ცილისწამებაა," აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ლევან იზორიამ არასამთავრობო სექტორს ფაქტების დასახელებისკენაც მოუწოდა.
XS
SM
MD
LG