Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა როლანდ ახალაიას საქმის დასაწყებად პარლამენტის თანხმობას ითხოვს


დეპუტატ როლანდ ახალაიას ბრალდებულად ცნობისა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად პროკურატურამ თანხმობა სთხოვა საქართველოს პარლამენტს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორად როლანდ ახალაიას მუშაობის პერიოდს. პროკურატურა გამოძიებით დადგენილად აცხადებს იმას, რომ 2009 წელს როლანდ ახალაიამ რამდენიმე ბრალდებულის ოჯახის წევრები აიძულა საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით, 150 ათასი და 60 ათასი ლარი გადაერიცხათ არარსებული "ანაკლიის განვითარების ფონდის" და პროკურორთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანია „სანის“ საბაკო ანგარიშებზე. პროკურატურა როლანდ ახალაიას ქმედებას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად აფასებს და მიიჩნევს, რომ ბრალდება ამ მუხლით უნდა წარედგინოს.
XS
SM
MD
LG