Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ 7 რუსი და 4 უკრაინელი მოხელის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოსცა განკარგულება, რომელიც იმ 7 რუსი და 4 უკრაინელი მოხელის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს, რომლებსაც კავშირი აქვთ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციასთან. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სიაში მოხვდნენ უკრიანის დამხობილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ასევე ყირიმის სეპარატისტული ხელისუფლების ორი ლიდერი - სერგეი აქსიონოვი და ვლადიმირ კონსტანტინოვი. რუსეთის ხელისუფლების წევრთაგან, აშშ-ის "შავ სიაში" ვლადისლავ სურკოვის, სერგეი გლაზევის, ლეონიდ სლუცკის, ვალენტინა მატვიენკოს, დმიტრი როგოზინის, ანდრეი კლიშასის და ელენა მაზულინას გვარები ფიგურირებს. დღესვე, ყირიმის ინტერვენციისა და კვირას გამართული რეფერენდუმის გამო, ევროკავშირმა სანქციები უკრაინისა და რუსეთის 21 მოხელეს დაუწესა.
XS
SM
MD
LG