Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთი რუსეთს აფრთხილებს, ნუ გაიმეორებს დნესტრისპირეთში იმას, რაც ყირიმში გააკეთა


მოლდავეთი რუსეთს აფრთხილებს, ნუ შეიერთებს მოლდავეთის სეპარატისტულ დნესტრისპირეთს, როგორც ეს უკრაინის რეგიონის, ყირიმის შემთხვევაში გააკეთა. მოლდავეთის პრეზიდენტმა ნიკოლაე ტიმოფტიმ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი „შეცდომას“ დაუშვებს, თუ დააკმაყოფილებს დნესტრისპირეთის პარლამენტის თავმჯდომარე მიხაილ ბურლას მიმართვას რეგიონის რუსეთთან შეერთების შესახებ. ბურლამ ორშაბათს მოუწოდა რუსეთს, შეიერთოს დნესტრისპირეთი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობასაც რუსულენოვანები შეადგენენ. დნესტრისპირეთში 2006 წელს ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა 97% მიემხრო რუსეთთან შეერთებას. დნესტრისპირეთმა 1990 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა მოლდავეთის რუმინეთთან შეერთების შიშით. მის დამოუკიდებლობას არც ერთი ქვეყანა არ ცნობს.
XS
SM
MD
LG