Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის ადანაშაულებენ აშშ-ის დაზვერვასთან კონტაქტსა და უცხოეთიდან ფულის აღებაში


კრემლის მხარდამჭერმა ტელეარხმა აჩვენა რეპორტაჟი, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დადანაშაულებულია აშშ-ის დაზვერვასთან კონტაქტში და უცხოეთიდან ფულის ღებაში. რეპორტაჟი ოთხშაბათს აჩვენა კომპანია „გაზპრომის“ კუთვნილმა NTV-მ. ტელეპროგრამაში მოყვანილი ინფორმაციით, ნავალნი ცდილობდა ფულის მოპოვებას ევროპარლამენტის წევრებისაგან და ჰქონდა შეხვედრა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტებთან. ნავალნი ამჟამად შინა პატიმრობას იხდის მოსკოვში არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისათვის. NTV-მ ნავალნიზე რეპორტაჟი აჩვენა იმ დღეს, როცა გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაიბჭედა ნავალნის სტატია სათაურით „როგორ დაისაჯოს პუტინი“. სტატიაში ნავალნი აშშ-სა და ევროკავშირს მოუწოდებს, ვიზებზე აკრძალვა დაუწესოს და საბანკო ანგარიშები გაუყინოს რუს ოლიგარქებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც პუტინთან დაახლოებული პირები არიან.
XS
SM
MD
LG