Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხებას ორი თვით ადრე მოაწერს ხელს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ „ძალიან სასიხარულო“ უწოდა ცნობას, რომლის თანახმად ორი თავით გადმოიწია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აგვისტოს ნაცვლად, არაუგვიანეს ივნისში მოაწერს ხელს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ სოციალურ ქსელ ტვიტერზე, საკუთარ გვერდზე დაწერა. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ასევე შევთანხმდით, ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებებს საქართველოსა და მოლდოვასთან არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა", - წერს ბაროზო. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის გუშინდელ სამიტზე მიიღეს
XS
SM
MD
LG