თურქეთის საჰაერო ძალებმა სირიის კუთვნილი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს თურქეთის საჰაერო საზღვრის დარღვევის გამო. ინცინდენტის ზუსტი ადგილი უცნობია. სირიის ოპოზიციის ინფორმაციით, სამთავრობო თვითმფრინავი ჩამოვარდა სირიის ჩრდილო-დასავლეთ ლათაკიას პროვინციაში. იქ სირიის სამთავრობო ჯარები უტევენ მეამბოხეებს, რომლებმაც თურქეთის საზღვართან არსებული საგუშაგო იგდეს ხელთ. სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მეამბოხეები, რომლებიც თურქეთიდან შემოიჭრნენ, მძიმე დანაკლისს განიცდიან.
ყველაზე პოპულარული
1