Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში თავდასხმამ 20 ჯარისკაცი შეიწირა


იემენში, სულ ცოტა, 20 ჯარისკაცი დაიღუპა არმიის ბლოკ-პოსტზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად. დაიჭრა, სულ ცოტა, ექვსი სამხედრო მოსამსახურე. ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „საბას“ ცნობით, იერიში მოეწყო აღმოსავლეთში მდებარე ჰადრამაულის პროვინციაში. ძალადობაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ეჭვი აქვთ „ალ-ყაიდაზე“, რომელსაც ძლიერი პოზიციები აქვს არაბეთის ნახევარკუნძულზე.
XS
SM
MD
LG