Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა რუსეთს ემუქრება კონკრეტულ სფეროებში სანქციების დაწესებით


ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სამიტის დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთს დაემუქრა მორიგი სანქციებით - მათ შორის ენერგეტიკის, ფინანსების, იარაღით ვაჭრობისა და ვაჭრობის სფეროებში იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში დაძაბულობის ესკალაცია გაგრძელდება. ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ამერიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისადმი რუსეთის ინტერესი და ქვეყნებს შორის ისტორიული კავშირები არ ამართლებს მოსკოვის ქმედებას უკრაინასთან მიმართებაში, კერძოდ კი ყირიმის ანექსიის საკითხში. მან შეშფოთება გამოხატა უკრაინისადმი რუსეთის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რუსეთს ელოდება დამატებითი სანქციები, რომლებიც "მსოფლიო ეკონომიკაზე ნეგატიურ ზემოქმედებას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად სერიოზულ დარტყმას რუსეთს მიაყენებს". "სანქციები შეეხება ისეთ სექტორებს, როგორებიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ფინანსები და იარაღით ვაჭრობა. ჩვენ ახლა ტექნიკურ დონეზე ვსწავლობთ ამ სანქციების ზემოქმედებას", – აღნიშნა ბარაკ ობამამ.
XS
SM
MD
LG