Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა საქართველოსა და ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სამდღიანი სხდომა


თბილისში შემაჯამებელი დოკუმენტის მიღებით დასრულდა საქართველოსა და ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სამდღიანი სხდომა. დოკუმენტს ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოაწერეს ხელი კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა თინა ხიდაშელმა და ევროპარლამენტის დეპუტატმა მილან ცაბრნოხმა. დოკუმენტში ასახულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ვადამ აგვისტოდან ივნისში გადმოიწია. თინა ხიდაშელის განმარტებით, დოკუმენტში შესულია მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის თანახმად, თუ საქართველო შეასრულებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, უმცირესობათა უფლებების დაცვის და კანონის უზენაესობის მოთხოვნებს, შეუძლია ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინოს. დოკუმენტი შეიცავს დემოკრატიული რეფორმების, დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების რეკომენდაციებს.
XS
SM
MD
LG