Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბინ ლადენის სიძე


აშშ-ში სასამართლომ დამნაშავედ ცნო ოსამა ბინ ლადენის სიძე, სულაიმან აბუ ღაიტი - ალ-ყაიდის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელი, რომელიც აშშ-ში გაუსამართლებიათ. 48 წლის აბუ ღაიტი დამნაშავედ ცნეს ამერიკელების მოსაკლავად შეთქმულებასა და ტერორისტების მხარდაჭერაში. ბინ ლადენის ამ სიძის ხმა ისმოდა ალ-ყაიდის პროპაგანდისტულ ვიდეოფილმებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, ის იყო ალ-ყაიდის წარმომადგენელიც. აბუ ღაიტი შარშან შეიპყრეს იორდანიაში, საიდანაც ნიუ-იორკში ჩაიყვანეს. აშშ-ში მას სამუდამო პატიმრობა მოელის.
XS
SM
MD
LG