Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელებმა გაეროს 15 სააგენტოსთან და კონვენციასთან მიერთების განაცხადები წარადგინეს


პალესტინელთა ავტონომიამ წარადგინა განაცხადები 15 საერთაშორისო სააგენტოსთან და კონვენციასთან მიერთების თაობაზე. ეს ნაბიჯი საფრთხეს უქმნის აშშ-ის შუამავლობით ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებას. განაცხადების წარდგენამ რამდენიმე კვირით დაასწრო მოლაპარაკებათა დასრულების თარიღს, 29 აპრილს. პალესტინელთა პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ საერთაშორისო სააგენტოების მხრიდან აღიარების თაობაზე განაცხადები პასუხია ისრაელის მხრიდან ათობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების პირობის შეუსრულებლობაზე. ეს პატიმრები დიდი ხანია ციხეში სხედან. აბასი თავდაპირველად აცხადებდა, რომ პალესტინელები შეაჩერებდნენ სუვერენულ სახელმწიფოდ დე-ფაქტო აღიარების თავიანთ კამპანიას, სანამ ისრაელთან ცხრა თვის წინ დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ გააუქმა ამ კვირაში დანიშნული ვიზიტი დასავლეთის სანაპიროს ქალაქ რამალაში, სადაც ის აბასს უნდა შეხვედროდა.
XS
SM
MD
LG