Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილოშ ზემანი: მხარს დავუჭერთ მოსკოვის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრ სანქციებს


„თუ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის ანექსიას მოახდენს, ჩეხეთი მოსკოვის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუჭერს მხარს“, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა რადიო „პრაღასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ჩეხეთი ასეთ შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ოპერაციის ჩატარებას მხარს დაუჭერდა. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში – ლუგანსკში, დონეცკსა და ხარკოვში გუშინ პრორუსული აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილეებმაც სახელმწიფო შენობები დაიკავეს.
XS
SM
MD
LG