Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა


ბაღდადში რამდენიმე დანაღმული მანქანა აფეთქდა, რასაც ათობით ადამიანის სიკვდილი და დაჭრა მოჰყვა. მოდის ცნობები ექვსი აფეთქების შესახებ, ძირითადად შიიტებით დასახლებული უბნებიდან. სააგენტო ასოშიეიტედ პრესი იუწყება, რომ დაღუპულია სულ მცირე 16 ადამიანი. ერაყში აღნიშნავენ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის მეთერთმეტე წლისთავს. რეჟიმის დამხობა მოჰყვა ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებულ ინტერვენციას. შარშან ერაყში მომატა ძალადობის შემთხვევებმა. ასეთ ფონზე გაძლიერდა შეშფოთება კონფესიათაშორისი კონფლიქტის განახლების თაობაზე. დასავლეთის პროვინცია ანბარი სუნიტი ექსტრემისტების შეტევის სამიზნე გახდა. 30 აპრილს ერაყში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული.
XS
SM
MD
LG