Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი ვიზას არ მისცემს გაეროში ირანის ახალ ელჩს


თეთრი სახლი აცხადებს, რომ არ მისცემს ვიზას ირანის მიერ გაეროში ელჩის თანამდებობაზე დანიშნულ ჰამიდ აბდუტალების. 11 აპრილს თეთრი სახლის წარმომადგენლმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობეს გაეროს და ირანს. მანამდე პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ აბუტალების კანდიდატურას „არასიცოცხლისუნარიანი“ უწოდა, კონგრესმა კი უდიდესი უმრავლესობით მიიღო კანონი, რომელიც აბუტალების უკრძალავს ამერიკაში ჩასვლას. ირანის ხელისუფლების წარმომადგენელს ბრალი ედება თეირანში 1979 წელს აშშ-ის საელჩოს დაკავებისა და 444 დღის განმავლობაში ამერიკელთა მძევლად აყვანის გამო. ირანმა „დაუშვებელი“ უწოდა ვიზაზე უარის თქმას აბუტალებისათვის, რომელსაც თეირანი მის ერთ-ერთ საუკეთესო დიპლომატად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG