Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურჩინოვი თანახმაა ჩატარდეს რეფერენდუმი უკრაინის მმართველობის ფორმაზე


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ ის „არ არის წინააღმდეგი“ ჩატარდეს საყოველთაო რეფერენდუმი ქვეყნის მმართველობის ფორმაზე. ტურჩინოვი თვლის, რომ რეფერენდუმი შესაძლებელია ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, 25 მაისს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია - უკრაინელთა უმრავლესობა „დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და ერთიან“ უკრაინას დაუჭერს მხარს. ტურჩინოვის ეს განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ამოიწურა უკრაინის მთავრობის მიერ ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედი სეპარატისტებისთვის დაწესებული ულტიმატუმის ვადა.
XS
SM
MD
LG