Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბდულა აბდულა მთავრობას დამსახურების მიხედვით შეადგენს


რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დაწინაურებულმა კანდიდატმა აბდულა აბდულამ განაცხადა, რომ, თუკი პრეზიდენტი გახდება, ახალი მთავრობის წევრებს დამსახურების მიხედვით შეარჩევს და იქ მოწინააღმდეგეების, მათ შორის - ჰამიდ კარზაის ყოფნასაც არ გამორიცხავს. აბდულამ განაცხადა: „არავის გამოვრიცხავთ, ვინც ჩვენს ხედვას იზიარებს“. დღეისთვის არსებული ნაწილობრივი მონაცემებით, აბდულა აბდულა 5 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის ლიდერობს. ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები 24 აპრილს გახდება ცნობილი. აბდულა უარყოფს მოარულ ხმებს - თითქოს, არჩევნების მეორე ტურის თავიდან ასაცილებლად კულუარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა კანდიდატებთან. მეორე ტური, დიდი ალბათობით, ჩატარდება, რადგან ხმების ნახევარზე მეტის მოპოვებას ვერც ერთი კანდიდატი შეძლებს.
XS
SM
MD
LG