Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეაში სამგზავრო ბორანი ჩაიძირა


სამხრეთ კორეის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირთან ჩაიძირა ბორანი, რომელზეც 470 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულია ორი ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დრომდე მაშველებმა 180 მგზავრის გადარჩენა შეძლეს. სამაშველო ოპერაციაში 18 ვერტმფრენი და 34 სამაშველო ნავი მონაწილეობს. ბორანზე მყოფი მგზავრების უმრავლესობა სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც კუნძულ ჯეჯუზე ექსკურსიაზე მიემგზავრებოდნენ. ავარიის მიზეზი უცნობია.
XS
SM
MD
LG