Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტში


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრაღაში მიიღებს მონაწილეობას აღმოსავლეთის პარტნიორობის 5 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში, რომელიც 24-25 აპრილს გაიმართება. აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების გარდა სამიტს დაესწრებიან ჩეხეთის, პოლონეთის, ლიტვის და ავსტრიის პრეზიდენტები და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე შეხვედრას გამართავს. ევროკავშირმა აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის შესახებ პირველად 2009 წელს განაცხადა პრაღის სამიტზე. აღმოსაველთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები არიან საქართველო, უკრაინა, მოლდავეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
XS
SM
MD
LG