Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: სოკოებივით მრავლდებიან ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციები


საზოგადოებაში განხეთქილების შესატანად ბოლო ხანს სოკოებივით მრავლდებიან ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციები - განაცხადა გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. შეკითხვას, ჯავახეთში რუსეთის მიერ შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ, ირაკლი ალასანიამ უპასუხა, რომ ხელისუფლება პოტენციური საფრთხეების ბევრ ვარიანტს განიხილავს. რაც შეეხება კონკრეტულად ჯავახეთს, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საფრთხე ლოგიკურია, რადგან ამის შესახებ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს საჯაროდაც უთქვამთ. „თავდაცვისა და შს-თა სამინისტროების ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ. ერთობლივი ოპერატიული მუშაობით, ამ პროცესში ჩართული ადამიანური რესურსით, ყველაფერი კეთდება, რათა არ დავუშვათ ჯავახეთში ხელოვნური დაპირისპირებების პროვოცირება”, - განაცხადა ალასანიამ.
XS
SM
MD
LG