Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: კასპიისპირა ქვეყნების მინისტრები პრინციპებს ათანხმებენ


რუსეთის დედაქალაქში გამართულ შეხვედრის შემდეგ, რომელშიც კასპიისპირა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მინისტრები ათანხმებენ პრინციპებს, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ხელშეკრულება კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ. ლავროვის თქმით, ხელშეკრულება არ იქნება რუსეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ყაზახეთის და თურქმენეთის სამიტის დროს მიღწეული, რომელიც ასტრახანში გაიმართება შემოდგომაზე. ლავროვმა ეს განაცხადა 22 აპრილს მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ. ხუთ ქვეყანას უჭირს მორიგება კასპიის ზღვის რესურსების ერმანეთში განაწილების შესახებ. თუ კასპიის ზღვა ოფიციალურად გაფორმდება ზღვად, მიმდებარე ქვეყნებს შორის ის დაიყოფა სექტორებად, რომლებშიც თითოეული ქვეყანა მოიხმარს ნავთობის და გაზის საბადოებს თავის ტერიტორიაზე. თუ ის ზღვად იქნა მიჩნეული, მაშინ რესურსები თანაბრად უნდა განაწილდეს ხუთ ქვეყანას შორის.
XS
SM
MD
LG