Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი: მეამბოხეებისგან გაათავისუფლეს სვიატოგორსკი


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანახმად, უშიშროების ძალებმა გაათავისუფლეს აღმოსავლეთი უკრაინის ქალაქი, რომელსაც პრორუსული შეიარაღებული სეპარატისტები აკონტროლებდნენ. იტყობინებიან ასევე, რომ ქალაქი სვიატოგორსკი მეამბოხეებს დაკავებული არ ჰქონიათ. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა 23 აპრილს, რომ ოპერაცია ჩატარდა სვიატოგორსკის გარეუბანში და მის დროს არავინ დაშავებულა. მინისტრის თქმით, ქალაქს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან განთავსებულია აღმოსავლეთი უკრაინის სამი რეგიონის, დონეცკის, ლუგანსკისა და ხარკოვის საზღვარზე. როიტერსი იტყობინებოდა, რომ არ ყოფილა იმის ნიშანი, რომ ქალაქი შეიარაღებულ პრორუსულ სეპარატისტებს გაეკონტროლებინათ.
XS
SM
MD
LG