Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმია „ანტიტერორისტულ“ ოპერაციას ატარებს


უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სამხედრო ოპერაციის დროს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლავიანსკიდან მეამბოხეთა განდევნის მიზნით, ხუთი პრორუსული მეამბოხე იქნა მოკლული. უკრაინის ძალებმა 24 აპრილს დაიწყეს ახალი ანტიტერორისტული ოპერაცია პრორუსული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ჟურნალისტების თანახმად, უკრაინის სამხედროები, ტექნიკის თანხლებით სლავიანსკს უახლოვდებიან მას მერე, რაც მეამბოხეთა გამშვები პუნქტები ცეცხლში დატოვეს. იტყობინებიან, რომ სეპარატისტებმა ქალაქის მერიიდან გაიყვანეს ყველა შეუიარაღებელი მეამბოხე.
XS
SM
MD
LG