Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში გაიმართა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომა


29 აპრილს ბელორუსიის დედაქალაქში გაიმართა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამი ქვეყნის - რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის პრეზიდენტები. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ევრაზიიის ეკონომიკურ საბჭოს უწოდა „ყველაზე პროგრესული ინტეგრაციული გაერთიანება პოსტსაბჭოთა სივრცეში“. პუტინმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის იდეა თავდაპირველად ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს ეკუთვნოდა და რომ ყაზახეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის იდეას „ძალიან სერიოზულად, ღრმად და საფუძვლიანად“ უდგება. „ჩვენს მიერ შექმნილი საბაჟო კავშირი მუშაობს და რეალური სარგებელი მოაქვს. ამას გვაჩვენებს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების შედეგები. ეს სრულიად აშკარა ფაქტია. თუმცა, შეგვიძლია გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი, ამაზე მოვილაპარაკეთ კიდეც და ეს არის ნაბიჯი ჩვენი ურთიერთქმედების გაღრმავებისკენ. ჩვენი თანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიყვანოთ. შეგვიძლია ხარისხობრივად შევცვალოთ თანამშრომლობა. ეს აამაღლებს ჩვენი ეკონომიკების კონკურენტუნარიანობას, ეფექტიანობას, მოიზიდავს ადგილობრივ და უცხოურ ინვესტიციებს“, - განაცხადა 29 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG