Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის კრიზისზე ბარაკ ობამა და ანგელა მერკელი ვაშინგტონში იმსჯელებენ


2 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვაშინგტონში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართავს მოლაპარაკებას უკრაინის კრიზისზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ დღესვე გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. ეს არის ორი ქვეყნის ლიდერების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის ჯეი კარნის თანახმად, ბარაკ ობამა ყურადღებას გაამახვილებს, ჟენევის მოლაპარაკების დროს რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. ანგელა მერკელმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, რათა მოსკოვმა ხელი შეუწყოს ეუთოს სამხედრო ექსპერტების განთავისუფლებას, რომლებიც პრომოსკოვურად განწყობილ მეამბოხეებს ჰყავთ შეპყრობილი ქალაქ სლავიანსკში. სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი შვიდიდან ოთხი დამკვირვებელი გერმანიის მოქალაქეა.
XS
SM
MD
LG