Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ იორკში იწყება მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ბირთვული სფეროს ექსპერტები ირანიდან და ე.წ. „ექვსეულის“ ქვეყნებიდან დღეიდან ნიუ იორკში იწყებენ ერთკვირიან მოლაპარაკებებს ირანის ბირთვული პროგრამის შემზღუდავ მუდმივ შეთანხმებაზე. მომლაპარაკებლებს ირანიდან და მეორე მხრიდან - ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან და აშშ-დან ჯერაც შესათანხმებელი აქვთ ყველაზე რთული საკითხები, ვიდრე ხანგრძლივვადიან დოკუმენტამდე მივლენ. მოლაპარაკებების ვადა 20 ივლისამდეა და ის განისაზღვრა გასული წლის ნოემბერში მიღებული დროებითი შეთანხმებით. პროცესის წარმატებით წარმართვის იმედი გააღვივა ირანის 4 მაისის განცხადებამ, რომ მიმდინარე კვირაში ის გაეროს ინსპექტორებს ქვეყანაში ჩასვლის ნებას დართავს. ირანის ბირთვული პროგრამის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 5-6 მაისს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ინსპექტორები დაათვალიერებენ ურანის საბადოს და ურანის გადამამუშავებელ ობიექტს.
XS
SM
MD
LG