Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისის სამიტის“ მონაწილეებმა ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს


საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თბილისის სამიტზე მან და მისმა თურქმა და აზერბაიჯანელმა კოლეგებმა, აბდულა გიულმა და ილჰამ ალიევმა განიხილეს ერთობლივი პროექტები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია და რომლებიც აერთიანებს კასპიის, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზებს. „სამიტზე ჩვენ ვსაუბრობდით იმ თანამშრომლობაზე, რომელიც შედგა ჩვენ სამ ქვეყანას შორის. ეს უკვე ისტორიული თანამშრომლობაა - თანამშრომლობა, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაზე, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის კეთილდღეობაზე, გავლენას ახდენს რეგიონის ეკონომიკაზე, სტაბილურობაზე“, - განაცხადა მარგველაშვილმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი დასრულების შემდეგ გაიმართა სამი ლიდერის სამუშაო შეხვედრა. ხოლო დღის მეორე ნახევარში სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ეკონომიკური ფორუმი, რომელზეც იმსჯელებენ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე. აბდულა გიულსა და ილჰამ ალიევს თან ახლავთ სამთავრობო დელეგაციები და ბიზნეს-ჯგუფები.
XS
SM
MD
LG