Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეიგი: უკრაინაში არჩევნების ჩაშლა, დარტყმა იქნება დემოკრატიისთვის


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი მეორე დღეა უკრაინაში იმყოფება, როგორც თავად განაცხადა „დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს“ მხარდაჭერისთვის. ჰეიგმა უკრაინის მთავრობას მოუწოდა რეფორმების გატარებისკენ, რომ ადამიანებს „მიეცეთ ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა“. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა აშკარად განიცდის „რუსეთის მხრიდან უდიდეს ზეწოლას, რომლის მიზანიც ქვეყნის დესტაბილიზაცია, ძალადობის პროვოცირება და როგორც ჩანს, არჩევნების ჩაშლაა“. თუ რუსეთი არჩევნებს ჩაშლის, ეს დარტყმა იქნება დემოკრპატიისთვის, თქვა ჰეიგმა, კიევში პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ რუსეთს ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს უკრაინის შესახებ ჟენევის შეთანხმების განსახორციელებლად: „ეჭვი არ არის, რომ რუსეთის მთავრობა ორგანიზებას უკეთებს კონფლიქტებს და პროვოკაციებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში და ამის უშუალო მიზანი არჩევნების ჩაშლაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ალბათ ცდილობენ, ქვეყანაში შეჭრის საბაბიც მოძებნონ“, თქვა ჰეიგმა. 7 მაისს უილიამ ჰეიგი თბილისში ჩასვლას გეგმავდა..
XS
SM
MD
LG