Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


დღეს თბილისში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შეხვდა. დღესვე თბილისში გაიმართა უილიამ ჰეიგის და მაია ფანჯიკიძის ერთობლივი პრესკონფერენცია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს საქართველო მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებად აფასებს. მაია ფანჯიკიძის თქმით, განსაკუთრებით დასაფასებელია გაერთიანებული სამეფოს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
XS
SM
MD
LG