Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რეფერენდუმი რეალური განწყობების დაფარვის მცდელობაა


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თვითგამორკვევის საკითხზე ჩატარებული ე.წ. „რეფერენდუმი“ არა მხოლოდ უკანონოა, არამედ ემსახურება საზოგადოებაში არსებული რეალური განწყობების დაფარვას. უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში მოყვანილია საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა, რომელიც აპრილში ჩაატარა „პიუს კვლევითმა ცენტრმა“. ამ გამოკვლევის თანახმად, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში მოსახლეობის 70%-ი უკრაინის ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას არჩევს და მხოლოდ 18% უჭერს მხარს რეგიონის ჩამოცილებას უკრაინისგან. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებთა უმრავლესობა დაშინებულია პრო-რუსულად განწყობილი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ. მათ არ შეუძლიათ აზრის თავისუფლად გამოხატვა, რადგან ეშინიათ, რომ მოკლავენ.
XS
SM
MD
LG