Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მაღაროში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა 201-მდე


„ბი-ბი-სის“ ცნობით, თურქეთის მაღაროში 13 მაისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 201-მდე გაიზარდა. მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ მიწვდომოდნენ მაღაროში დარჩენილ ასობით ადამიანს. დაღუპულთა რაოდენობის ზრდა დაადასტურა ენერგეტიკის მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, დაშავებულია 80 პირი. მინისტრმა განაცხადა, რომ მსხვერპლის უმთავრესი მიზეზი მომწამვლელი კარბონის მონოქსიდი იყო. მიწის ზედაპირიდან 2 კილომეტრის სიღრმეზე მდებარე მაღაროში ჩარჩენილებისთვის მაშველები ჟანგბადს ტუმბავენ.
XS
SM
MD
LG