Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვის აზრით, უკრაინა სამოქალაქო ომის პირას დგას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის აზრით, უკრაინა სამოქალაქო ომის პირას დგას. ლავროვმა ტელეარხ „ბლუმბერგ TV“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნამდვილი ომია“ აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, რაც რთულს ხდის მიმდინარე თვეში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ლავროვმა ინტერვიუში აღნიშნა ისიც, რომ რუსეთი არ აპირებს თავისი ჯარების სადმე გაგზავნას. უკრაინის პროდასავლური მთავრობა და მისი მოკავშირეები რუსეთს ადანაშაულებენ აღმოსავლეთ უკრაინაში არეულობის გაღვივებაში და უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში.
XS
SM
MD
LG