Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ი შეშფოთებულია ირანის ბირთვულ პროგრამაზე მცირე პროგრესით


აშშ-ის ხელისუფლება შეშფოთებული იმ მცირე პროგრესით, რაც ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მსოფლიოს წამყვანი ექვსი ქვეყნისა და თეირანის წარმომადგენლებს შორის შეინიშნება. „ირანს მისაღებია აქვს რამდენიმე რთული გადაწყვეტილება“, - განაცხადა სამდღიანი მოლაპარკების ბოლოს ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა აბას არაქჩიმ, ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები წინ „ძალიან ნელა მიიწევს“. აშშ-ს, ჩინეთს, რუსეთს, ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას სურთ, რომ ირანმა შეზღუდოს ბირთვული საქმიანობა, რის სანაცვლოდაც მის მიმართ დაწესებული სანქციები გაუქმდება.
XS
SM
MD
LG