Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარიალის ხეობაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დარიალის ხეობაში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები, 17 მაისს მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ. ოფიციალურ ცნობებში არაფერია ნათქვამი დაღუპულთა შესახებ. სამინისტრო იუწყება, რომ მაშველებმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს 16 უცხოელ მძღოლს, რომლებიც მეწყრის ზონიდან გამოიყვანეს და ვერტმფრენით გადაიყვანეს ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმართულებით. იუწყებიან ასევე, რომ ექსპერტების ჯგუფი მუშაობს რეგიონში მეწყრის მიზეზების დასადგენად. სტიქიური უბედურების გამო შაბათს ყაზბეგის რაიონში ვიზიტისას, ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ მეწყერს არანაირი კავშირი არა აქვს „დარიალჰესის“ მიმდინარე მშენებლობასთან.
XS
SM
MD
LG