Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აუქმებს სანაპირო დაცვის სამსახურს


სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა გადაწყვიტა გააუქმოს საზღვაო სანაპირო დაცვის უწყება. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება გასულ თვეში მომხდარ ტრაგედიას, როცა ბორნის ჩაძირვის შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანი, უმრავლესად - სკოლის მოსწავლეები დაიღუპნენ. 23 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ორშაბათს სატელევიზიო გამოსვლისას სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ოფიციალურად მოიხადა ბოდიში ბორნის ჩაძირვის გამო და განაცხადა: „ინციდენტზე არასაკმარისად ეფექტიანი რეაგირების გამო საბოლოო პასუხისმგებლობა მე მეკისრება“. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი თვლის, რომ სანაპირო დაცვის სამსახურს ბორნის ჩაძირვის დაწყებიდან მოკლე ხანშივე რომ დაეწყო სამაშველო სამუშაოს შესრულება, მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდებოდა. სამაშველო საქმიანობთ უსაფრთხოების ახალი უწყება დაკავდება. სანაპირო დაცვის ფუნქციების ნაწილი კი პოლიციას გადაეცემა. სამხრეთ კორეის ლიდერის განცხადებით, არსებული ფორმით სანაპირო დაცვის უწყებას არ გააჩნია უნარი გაუმკლავდეს მორიგ, შესაძლო, მასშტაბურ კატასტროფას.
XS
SM
MD
LG