Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შვეიცარიის ბანკს ადანაშაულებს მასშტაბურ თაღლითობაში


აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა შვეიცარიული ბანკი „კრედიტ სვის“-ი დაადანაშაულა მდიდარი ამერიკელებისთვის დახმარების გაწევაში, რომ მათ ოფშორში ანგარიშების გამოყენებით გადასახადები დაემალათ. „კრედიტ სვის“-ი სიდიდით მეორე ბანკია შვეიცარიაში. ის თანახმაა გადაიხადოს ჯარიმა - დაახლოებით 2 მილიარდ 600 მილიონი დოლარი. ვაშინგტონში 19 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა განაცხადა, რომ „კრედიტ სვის“-ი „მონაწილეობდა ხანგრძლივ და ფართომასშტაბიან შეთქმულებაში, რომ საგადასახადო თაღლითებს აშშ-სთვის გადასახადების დამალვაში დახმარებოდა“. გენერალური პროკურორის თანახმად, საგადასახადო შეთქმულება ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. აშშ-ის მთავარი ბრალმდებლის განცხადებით, „კრედიტ სვის“-ის თანამშრომლებმა მას შემდეგ, რაც 2010 წელს მიიღეს შეტყობინება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, გაანადგურეს მონაცემები, დარღვევების დოკუმენტური მტკიცებულებების დასამალად.
XS
SM
MD
LG