რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთს ბუმერანგივით შემოუბრუნდება რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები. 23 მაისს, სანკტ-პეტერბურში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი და აშშ-ი საკუთარი ქმედებით მხოლოდ გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს აძლიერებენ. რუსეთის პრეზიდენტმა ერთპოლუსიანი სამყაროს მოდელის კრახზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მოსკოვმა მისი ენერგეტიკული პროდუქციის ექსპორტის დივერსიფიცირება უნდა მოახდინოს. პუტინმა გააკრიტიკა უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც უძლურია დაფაროს ბუნებრივი აირის დავალიანება და ბოროტად სარგებლობს ევროპაში რუსეთის ბუნებრივი აირის ექსპორტიორი ქვეყნის როლით. პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვს ძალიან აშფოთებს უკრაინის ნატოში გაწვერიანება.
ყველაზე პოპულარული
1