Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის სანაპიროზე ვიზიტით მყოფი პაპი მშვიდობის მოწოდებით გამოდის


რომის პაპი, ფრანცისკე, დასავლეთის სანაპიროზე ვიზიტის დროს გამოვიდა მოწოდებით დასრულდეს „სულ უფრო და უფრო მიუღებელი“ კონფლიქტი პალესტინელებსა და ისრაელს შორის. ფრანცისკე ბეთლემში შეხვდა პალესტინელთა პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს. შემდეგ პაპმა მაცხოვრის შობის ტაძართან ახლოს, ღია ცის ქვეშ ჩაატარა მსახურება, რომლის დროსაც აბასს და ისრაელის პრეზიდენტს, შიმონ პერესს მშვიდობისთვის „გულანთებული ლოცვისკენ“ მოუწოდა. ახლო აღმოსავლეთში სამდღიანი ტურნეს ფარგლებში ფრანცისკე იქ იორდანიიდან ვერტმფრენით ჩაფრინდა. ამით ის გახდა პირველი პაპი, რომელიც დასავლეთის სანაპიროზე პირდაპირ ჩავიდა და არა ისრაელის გავლით. ფრანცისკე ესტუმრება თელ-ავივს და იერუსალიმს, სადაც შეხვედრას გამართავს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესთან.
XS
SM
MD
LG