Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ლიდერებმა გამოაცხადეს საომარი მდგომარეობა


თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერებმა 26 მაისიდან საომარი მდგომარეობა შემოიღეს. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ერთ-ერთმა ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა. მისი სიტყვებით, უახლოესი ამოცანა „ტერიტორიის უცხო ჯარისგან გათავისუფლებაა“. კვირას საღამოს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში შეიარაღებული სეპარატისტების წინააღმდეგ ოპერაცია გაგრძელდება. პუშილინმა აგრეთვე აღნიშნა, რომ არაგონივრული იქნება საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პეტრო პოროშენკოს დონბასში ჩასვლა. ამასთან, დენის პუშილინმა განაცხადა, რომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერები მზად არიან მძევლების გაცვლასა და დონცეკიდან უკრაინის ჯარის გაყვანის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის. საომარი მდგომარეობა 22 მაისს გამოცხადდა თვითგამოცხადებულ „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაშიც“.
XS
SM
MD
LG