Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემი და შენი კოპლექსები


ავტორი: ანა ჯაფარიძე

ხშირად ადამიანები ერთმანეთის მიმართ უტაკტოები და უხეშები ვართ. ამასობაში კი შეუმჩნეველი გვრჩება როგორ ვტკენთ გულს თუნდაც საყვარელ ადამაინს, მეგობარს თუ ოჯახის წევრს. დავდივართ, სუფრებზე ვსავამთ, ვიძახით სადღეგრძელობს, ვაქებთ ახალ გაცნობილს, სიყვარულს ვეფიცებით, ცოტა ზედმეტი მოვწრუპავთ და გადავდივართ უხეშობაში, უზდეროლაში. არამარტო სუფრის ინსტიტუზეა საუბარი, ჩვეულებრივ დიდი ხნის უნახავ ადამიანზე შემთხვევით ქუჩაში ან შეიძლება მეგობარზეც, რომლისგანაც გესმის “მოსუქებულხარ”, “არ დაჯექი დიეტაზე”, “გამხდარხარ”, “ასეთი სიგამხდრეც არ შეიძლება”, “თმა შეიღებე, ის ფერი უფრო გიხდებოდა” და ა.შ. მხოლოდ ერთი რამ მიკვირს ვინც არ უნდა შემხვდეს ასეთი კომპლიმენტები გაკეთება თავში არ მომდის, ალბათ გამონაკლისი ვარ. არასრუფასოვბევის კოპლექსზე ბევრი დაწერილა ისეთი ხალხის მხრიდან არ ჩავუღმავდები. უბრალოდ ვიტყვი რომ ადამინები ერთმანეთის ვითომ შექებით, თუ დაწუნებით რაღაცეების ამჟღავნებენ ამ მახიჯ ფორმას. რეალურ ვითარებას რომ გადავხედოთ სინამდვილეში დავარქმევდი კოპლექსთა დავადებას. ალბათ ფსიქოლოგები, ან ფსიქოთერაპევტები მოიაზრებენ ამას თავის თეორიებში კურნების კურსად. ადამიანი თავის შეცდომისთვის საჯაროდ ბოდიშს რომ იხდის, ავიწყდება რომ იგივეს აკეთებდა. რუსთავი2 ის ახალი კოპლექსი გახადა “ფარული კამერები”, მათი ქცევა ბოღმიან ბავშვს მაგონებს გულში რომ ჩაიდებს, მერე ჩუმად იეშმაკებს. ახლა კი ამ ბავშვის ხასიათზე უნდა ვიაროთ რეიტიგული ტელევიზიის მაყურებლებმა. თავი დავხაროთ კოლეგებო! ამპარტავნობა “ავნებს სულს და მერმე ხორცსა”. შეიძლება ჟურნალისტიკის ეთიკური კოდექსი მაძლებს ვიყო კორეკტული, მაგრამ კრიტიკულად ჩავთვლი მაინც. პარალელს თრიალეთის ტელევიზიაზეც გავავლებ. ტრანსგენდერებზე მომზადებული რეპორტაჟი რეიტიგის ამაღლებას მოწმობდა, ის აჟიოტაჟი რაც განხორციელდა შემდგომ მათი უფლებების შელახვა გახლდათ. საერთოდ ჩვევიათ ადამიანების კოპლექსებზე რეიტინგის აწევა ტელეშოუებს. გამართლებულია თუ არა? რას იწვევს? მოკლედ ვიტყვი, ცოტა აჟიოტაჯს, დაუკმაყოფილებელი მაყურებლის წყურვილის მოკვლას, ფოლკნერისა არ იყოს “ხმაურსა და მძვინვარებას”. ერთი ვიტყვი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი უნდა შეგვერჩია ევროვიზიისთვის. ევროპისთვის მაგალითი ვიქნებოდით შემდეგი ეტაპებისთვის. მერე თუ გაუჩნდებოდათ ჩვენს ვაჟკაცებს მათი “ჟეჟვა” ან “მიჯირყნა”, გამარჯვებულს აეროპორტში დახვდებოდნენ. სამწუხაროდ როგორც იტყვიან “მაგის ტვინი ჩვენ ვინ მოგვცა”. Aავსტრიას კი სამუდამო საში მოუტანა კონჩიტამ მსოფლიოში. “კაი ვაჟკაცებისგან” ათი ქულა, ხოლო პუტინს ვაჩუქეთ რვა ქულა. ყველამ იცის რითი მოიპოვოს რეიტინგი ჩვენს გარდა. თუ გაქვს ისტორია როცა ბავშვობაში კოპლექსი შეგექმნა, მოყევი, ისაუბრე თუნდაც სიღერით გარატირებული პოპოულარობა გექნება. ემსგავსები ადამიანს რომელიც თავის თავში იკლავს დროთა განმავლობაში გაჩენილ კოპლექსებს, მერე კი მისი მომავალზე უპერსექტივოდ აისახება _ თანამედროვე ცხოვრების დევიზია (მე ასეთი პოპულარობა არაფრად მიმაჩნია). რთული სამედიცინო შემთხვევაა სექსუალური კოპლექსი, შენი რომ ვერ გაკმაყოფიელბს და სხვის პირად საქმეში ჩარევით გამოწვეულ ჰორმონებს იკმაყოფილებ. ამის მაგალითია განათხოვარი რომ რჩები ვისაც არ უნდა შენს საქმეში ერევა, “გარიგების ინსტიტუტი”, “ქალიშვილობის ან კიდევ ვაჟიშვილობის ინსტიტუტი”, ამაზე თავს აღარ შეგაწყენთ “ყბადაღებულ ტრადიციებში” საკმარისი დრო დავუთმე. სწორედ ეს ინტიტუტები ჩვენი ქვეყნის კოპლექსია. დაკოპლექსებული, დაშინებული ქვეყნის შვილები ვართ. ეს ყველაფერი კი საბჭოთა კავშირია დაშლის შემდგომი ნაშთია დარჩენილი. გვეშინია სიახლის, ვისწრაფით სრულ თავისუფლებისკენ მაგრამ შიში გავწუხებს საჯარო გამოთქმის დროს. თუნდაც შინაური საქმეში გადაწყეტილების მიღების, რომ მეზობელმა არ დაგვინახოს და არ თქვას “ვა ის რაღაცას აშენებს ფული იშოვაო”. მოუშლელი კოპლექსების მსხვერპლი კი ადამინია რომელიც ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს თავის გზით მიდის. რატომ უნდა გიხდებოდეს შენი საკუთრების სხვასთან გაზიარება? ან წინ წაიწევი ერთდგვარი შური მოდის. ცოდოა ადამიანი თავისუფალი ასეთ კოპლექსიანს საზოგადოებასში რომ ცხოვრობს. ხშირად გადამდებიცაა.Kკოპლექსების კოპლექსური გამოვლენა ხალხში დაგროვი ისტორია და ტრადიციები. დროთა განმავლობაში ტრადიციულად არეული ისტორის ფონზე ჩვენ ნაკლებად ვაქცევდით ყურადღებას კოპლექსებს. ზემოთ ჩამოთვლის კოპლექსებიდან განსხვავებით მინდა ხაზი გავუსვა: უმეცრობის და ცოდნის კოპლექსებზე. აქაც ორივე ერთმანეთში იკვეთება. ბევრი განათლებული ასევე გაუნათლებული ადამიანი ზღუდავს თუნდაც ერთმანეთს. ამის ბევრი მაგალითია, ერთი თვლის რომ მასზე მეტი იცის, უფრო სწორედ ესმის, პიშიც შეიძლება შეურაცყოს მანიშნოს, ამის მერე ის ჩაიხვევს და კოპლექსდება. გვიყვარს დამცირება შენზე დაბლა მდგომის, მაღალი რომ დაბალს დაცქერის ან პირიქით ის პრინციპია. Aარაპროფესიონალიზმის და არაკოპეტენურის კოპლექსი_სენი რომელსაც სად მივყვავართ ჩვენთვითონაც არ ვიცით. საბოლოოდ დაკოპლექსებული ერის სახელი მიგვეწერება ყველა განივარებული ქვეყნისგან, თუნდაც ჩვენი დახვედრებით მაღალი ეშელონების სტუმრობისას. “სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს” ეს ფრაზა რომ ჩვენი მოგონილია გვეტყობა. ამ თემის წერის დასრულებაში დადგა 17 მაისიც შარშანდელისგან განსხვავებით მშვიდად ჩაირა. რუსთაველის გამზირი მარტო რამდენიმე მრევლის წევრით და პლაკეტებით შეწუხტა. თუ არ ჩავთვლით ერთი კაცის “ახურუშებულ” კინკლაობას გამვლელთან. აი, ისეთი მონაწილები რომ არიან რაზე მიდიან არ იციან, მათ მიადგებიან მიკროფონით. მერე ამ ყველაფერს გაუგებრობა მოყვება. გაუგებრობა უცოდინრობისა_სეირის მაყურებელი ხალხია. ყველაზე ძაან მიკვირს კოლეგები იმათ აზრს კითხულობენ ნაფტალინიდან რომ ამოძვრებიან. რატომ უნდა მივიჩნიოთ მათი დამოკიდებულება ამ თემაზე პრიორიტეტად? თავის დროზე არაფრის გამკეთებლები და დაკომპლექსებული ისტორის მატარებლები. ეს დღეც ჩვენ ისტორიაში ჩაიწერა როგორც ერთი კოპლექსი. ოჯახის სიმტკიცეს კი შიშისგან გამოწვეული კომპლექსებით ვერ ავაშენებთ. ჰომოფობიური ოჯახები ბევრია საქართველოში. ამიტომაცა ზრდიან შიშის ქვეშ მომვალ თაობას, ეს თაობა კი მომავალ ოჯახს. ეკლესია მეორე ოჯახია, მაგრამ არაფობიების. შიშები და მათგან გამოწვეული კოპლექსები ჩვენივე თავში დავძლიოთ, იქნებ ღირსეულს, მნიშვნელოვანს მივაქციოთ ყურადღება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG