Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასტანაში ხელი მოაწერეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებას


ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთა ლიდერები
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთა ლიდერები
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში რუსეთის, ყახაზეთისა და ბელორუსიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებას, რომელიც ერთიანი საბაჟო, სავაჭრო, და სატრანსპორტო სივრცის შექმნას ისახავს მიზნად. შეთანხმება 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. „სახელმწიფოთა სამეული შეთანხმებულ პოლიტიკას გაატარებს ეკონომიკის ძირითად სფეროებში, ენერგეტიკაში, წარმოებაში სოფლის მეურნეობასა და ტრანსპორტში. ეს ძალიან რთული სამუშაოა და აქამდეც ძნელი იყო ყველა ამ საკითხებზე მოლაპარაკება, რასა თან ახლდა, არ მინდა ვიხმარო სკანდალი, მაგრამ მწვავე კამათი და მწვავე განხილვა. მაგრამ ეს ხდებოდა და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე იქნება, ურთიერთგაგებისა და ყველასათვის მისაღები კომპრომისის საფუძველზე,“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. ახალი ეკონომიკური გაერთიანების ლიდერია რუსეთია, სწორედ მოსკოვში დაიდებს ბინას კავშირის შტაბ-ბინა. მოელიან, რომ კავშირს უახლოეს მომავალში სომხეთიც შეუერთდება. ყაზახეთში გამართულ სამიტს საპატიო სტუმრების სტატუსით სომხეთისა და ყირგიზეთის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის პოტენციური წევრი სახელმწიფოების პრეზიდენტებიც ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG