Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ავიაციამ ავღანელი სამოქალაქო პირები დახოცა


პაკისტანის ძალებმა, რომლებსაც შეიარაღებული დაპირისპირება ჰქონდათ ავღანეთის საზღვრისპირა რეგიონში მეამბოხეებთან, ავღანელი სამოქალაქო პირები დახოცეს. ავღანეთის კონარის რეგიონის პოლიციის უფროსმა, აბდულ ჰაბიბ საიედ ხელმა განაცხადა, რომ 31 მაისს შვეულმფრენმა რაკეტები დაუშინა სოფელს ავღანეთის დანგამის ოლქში. ხელის მტკიცებით, კონარის პროვინციაში ასამდე რაკეტა იქნა გატყორცნილი. პაკისტანის ძალებმა იერიში მიიტანეს მეამბოხეთა ჯგუფზე, რომელმაც პაკისტანის საგუშაგოს დაესხნენ თავს და ერთი ჯარისკაცი მოკლეს, შემდეგ კი მიიმალნენ ავღანეთის საზღვრისკენ. პაკისტანის მხარის თანახმად, სროლისას 14 შეიარაღებული პირი მოკლეს. ავღანეთის მტკიცებით, პაკისტანის მიერ ავღანეთის საზღვრისპირა რეგიონში მეამბოხეთა წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შემდეგ ასეულობით რაკეტა და ჭურვი დაეცა ავღანეთის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG