Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში სრულდება დნესტრისპირეთზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი


ვენაში მეორე დღეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად. მოლაპარაკებების ეს რაუნდი 6 ივნისს სრულდება. შუამავლების როლს ასრულებენ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), უკრაინა და რუსეთი. მხარეებს წარმოადგენენ მოლდავეთისა და მისი სეპარატისტული რეგიონის - დნესტრისპირეთის ხელისუფლებების წარმომადგენლები. ე.წ. 5+2 ფორმატში მეთვალყურეების სახით ჩართული არიან აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. დნესტრისპირეთმა მოლდავეთისგან დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა. 1992 წლის მცირეხნიანი ომი დასრულდა დნესტრისპირეთის სასარგებლოდ რუსეთის სამხედრო ჩარევის შემდეგ. თუმცა, დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებია არც რუსეთს და არც რომელიმე სხვა ქვეყანას.
XS
SM
MD
LG