Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი: ნატო არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას


ნატო არ ცნობს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 8 ივნისს ჩატარებულ არჩევნებს - ნათქვამია ალიანსის გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ნატოს ოფიციალურ ვებსაიტზე. რასმუსენის შეფასებით, ეს არჩევნები ხელს არ უწყობს საქართველოში შექმნილი ვითარების მშვიდობიანად მოგვარებას. ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებითვე, ნატოელი მოკავშირეები საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონებს დამოუკიდებელ ქვეყნებად არ აღიარებენ. „ალიანსის სახელმწიფოთა თავდაცვის მინისტრებმა 4 ივნისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის დღევანდელ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG