Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრო პოროშენკოს დონეცკში "მრგვალი მაგიდის" ჩატარება სურს


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არ გამორიცხავს „მრგვალი მაგიდის“ ჩატარებას დონეცკში. პოროშენკოს აზრით, ამგვარ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება შეეძლება კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს, რომელიც მხარს უჭერს პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმას. „მრგვალი მაგიდის“ ინიციატივაზე უკრაინის პრეზიდენტმა ილაპარაკა დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი ტარუტასთან შეხვედრის დროს. სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივა ითვალისწინებს: რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებას, ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას. პრეზიდენტის გეგმაში შედის აგრეთვე რუსული ენის თავისუფლად გამოყენების უზრუნველყოფა და ამნისტია მათთვის, ვინც არ ყოფილა გარეული სამხედროებისა თუ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში.
XS
SM
MD
LG