Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრიდომ ჰაუსის" თანახმად, საქართველოში მცირედით გაუმჯობესდა დემოკრატიის ხარისხი


„ფრიდომ ჰაუსის“ მიერ 12 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის - „ქვეყნები გარდამავალ ეტაპზე - 2014“ მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხის შეფასება ერთი წლის წინანდელი 4,75-დან 4,68 ქულამდე გაუმჯობესდა. 2012 წელს იგივე ორგანიზაცია საქართველოში დემოკრატიის ხარისხს 4,82 ქულით აფასებდა. ანგარიშის ავტორების განმარტებით, შეფასების 7 ქულიან სისტემაში 1-იანი აღნიშნავს ყველაზე მეტ პროგრესს, 7-იანი კი ყველაზე დაბალ პროგრესს. საარჩევნო პროცესი საქართველოში 4,5 ქულით ფასდება, სასამართლოს დამოუკიდებლობა - 5 ქულით, მედიის დამოუკიდებლობა - 4 ქულით. 2005 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში დემოკრატიის ხარისხის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს აქვს - ის 0,28 ქულით არის გაუმჯობესებული.
XS
SM
MD
LG