Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: აშშ ერაყში ჯარს არ გაგზავნის


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ ერაყში ჯარს უკან არ გაგზავნის ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ რაზმებთან საბრძოლველად, მაგრამ ეძებს შესაძლებლობებს, დაეხმაროს ერაყის მთავრობას. 13 ივნისს ობამამ ასევე განაცხადა, რომ ამ შესაძლებლობებს ის ამ დღეებში განიხილავს. მისივე თანახმად, აშშ-ის ქმედებას უნდა ახლდეს ერაყის ლიდერების აქტიურობა, რადგან, აშშ მათ ნაცვლად ამას ვერ გააკეთებს. ობამას თქმით, აშშ თავის წილ საქმეს გააკეთებს, მაგრამ ვაშინგტონის აზრით, ერაყმა, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, თვითონ უნდა მოაგვაროს თავისი პრობლემები.
XS
SM
MD
LG