Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და ირანმა შესაძლოა, ერაყის კრიზისზე იმსჯელონ


მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, ვაშინგტონმა შესაძლოა ირანთან ერთად განიხილოს ერაყში შექმნილი კრიზისული ვითარება. საკითხის განხილვა მოსალოდნელია ირანის ბირთვულ პროგრამაზე ვენაში მიმდინარე კვირაში მოლაპარაკების პარალელურად. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც თავისი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ მოისურვა, ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც დასავლეთის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები განიხილავს ერაყის საკითხზე ირანთან მოლაპარაკების შესაძლებლობას. ერაყში სულ უფრო მეტ სამხედრო წარმატებას აღწევენ ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტები, "ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოდ" ცნობილი ჯგუფი. როგორც ვაშინგტონი, ისე თეირანი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ ერაყში ძალადობის გამო.
XS
SM
MD
LG