Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ-მინისტრი აკრიტიკებს გაზის საკითხზე რუსეთის გადაწყვეტილებას


უკრაინის პრემიერ-მინისტრი იარსენი იაცენიუკი უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ აგრესიად მიიჩნევს რუსეთის გადაწყვეტილებას, შეზღუდოს უკრაინისათვის გაზის მიწოდება მას შემდეგ, რაც 16 ივნისს ამოიწურა ვალის გასასტუმრებლად განსაზღვრული ვადა. ამასთან, კომპანია „გაზპრომი“ აცხადებს, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა უკრაინის წინააღმდეგ საჩივრით, კიევისაგან 4,5 მილიარდი დოლარის მისაღებად. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი აიცენიუკმა მოსკოვის მოქმედება გააკრიტიკა კიევში, მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას: „ეს არ ხდება გაზის გამო. ეს არის რუსეთის ფართო გეგმა უკრაინის გასანადგურებლად. ეს არის უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ რუსეთის მორიგი აგრესია. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთის „გაზპრომის“ სუბსიდირებას. უკრაინელები არ ამოიღებენ ჯიბეებიდან წელიწადში 5 მილიარდ დოლარს საიმისოდ, რომ რუსეთი ამ ფულით ყიდულობდეს იარაღს, ტანკებს, თვითმფრინავებს და ბომბავდეს უკრაინის ტერიტორიას“, განაცხადა იაცენიუკმა. „გაზპრომის“ პრესმდივნის, სერგეი კუპრიანოვის განცხადებით, ამიერიდან უკრაინის კომპანია „ნაფტოჰაზისაგან“ მოითხოვენ გაზის საფასურის წინასწარ გადახდას. რუსეთი აცხადებს ასევე, რომ უკრაინისათვის გაზის მიწოდების შეზღუდვა არ მოახდენს გავლენას უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტით ევროპისთვის გაზის მიწოდებაზე.
XS
SM
MD
LG