Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მსხვერპლი მოჰყვა არმიასა და ექსტრემისტებს შორის შეტაკებებს


ერაყში მსხვერპლი მოჰყვა შეიარაღებულ ძალებსა და ექსტრემისტების ჯგუფ „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის შეტაკებებს. ცნობების თანახმად, დაპირისპირება მოხდა, როცა ექსტრემისტები ცდილობდნენ ბაღდადისაკენ გაჭრას. არმიისა და პოლიციის ცნობით, მეამბოხეები 16 ივნისის ღამით დაესხნენ თავს ქალაქ ბაქუბას და დაიპყრეს მისი ზოგი რაიონი, მაგრამ შეიარაღებულმა ძალებმა 17 ივნისს შეძლეს იერიშის მოგერიება. ბაქუბა ბაღდადის ჩრდილოეთით, 60-მდე კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობის და ოფიციალური პირების ცნობით, ბრძოლამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იუწყებიან ასევე, რომ ექსტრემისტები თითქმის მთლიანად აკონტროლებენ თალ აფარს - ქალაქს, რომელიც ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით 420-მდე კილომეტრში მდებარეობს. „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს აღებული აქვთ მოსული - ერაყში სიდიდით მეორე ქალაქი და ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი თიქრითი.
XS
SM
MD
LG